ვლაქერნობა – ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული

გილოცავთ ვლაქერნობას !

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!

უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.

ღვთისმშობლის კვართი შუამავლად გვევლინება ცასა და დედამიწას, ღმერთსა და ადამიანებს შორის და ღვთაებრივი მოწყალებით უფლის წინაშე სათნოდ წარმოგვაჩენს. ზღვა სიხარულის, ბედნიერების ვერდამტევი ზეიმი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული, ვლაქერნობა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა უფლის წინაშე, რადგან ბევრის მიმღებთ ბევრიც მოგვეთხოვება.

ტროპარი: ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

წყარო: ფეისბუქის გვერდი “† საქართველოს იმედი †”

კომენტარები