„ვნახოთ, ბრძოლის დღეც დადგება… როდესაც გაქვს პრეტენზია ლიდერობაზე…“-თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში ამბობს, -გახარიას პარტია უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ როგორმე „ქართულ ოცნებას“ თუნდაც მცირე, მაგრამ რაღაც ოდენობის ხმები წაართვას. ვნახოთ, ბრძოლის დღეც დადგება. ყველანი მივალთ საარჩევნო ურნასთან.  გიორგი გახარიას გუნდიდან წასვლა აუხსნელი გადაწყვეტილება იყო. მართლაც უვარგისი გადაწყვეტილება. ბევრჯერ ვთქვი და მასაც ვუთხარი. როდესაც გუნდს ბოლო მომენტში გამოეცლები ხელიდან. პოლიტიკურად ამას დავინახავთ, როდესაც ხმებს დავითვლით. როდესაც გაქვს პრეტენზია ლიდერობაზე, გუნდი არ უნდა მიატოვო“.

კომენტარები