ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა – შეწყვიტა მაუწყებლობა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა. სამივე ტელეარხმა უკვე შეწყვიტა მაუწყებლობა. სატელევიზიო კონტენტი YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი.

სანქციები და მაუწყებლობის შეწყვეტა შემდეგ ტელეარხებს შეეხო: „112 უკრაინა“, NewsOne და ZIK. სანქციები ასევე დაუწესდა ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ დეპუტატს, ტარას კოზაკს, ის მედიაჰოლდინგი „ნოვოსტის“ მეშვეობით აღნიშნული ტელეარხების მფლობელია.

-„სამი ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტა არის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე გადაწყვეტილება. ეს  ტელეარხები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და უკრაინაში მათ ხშირად იყენებდნენ, უცხოური პროპაგანდის ინსტრუმენტად“, -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა.

კომენტარები