ვოლოდიმირ ზელენსკი: „მზად ვართ მოვლენების განვითარების ნებისმიერი“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა :

-„დონბასში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, უკრაინა მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად. ჩვენთან ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. ეს სასტიკი ომია, რომელშიც მონაწილეობენ თვითმფრინავები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, ნაღმები…

ახლა შიში არ შეიძლება, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოების ნებისმიერი მცდელობა ევროპის უსაფრთხოებაზე დარტყმას ნიშნავს.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, დონბასში კონფლიქტის ესკალაციას 30-მდე უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმში რუსეთმა დაახლოებით 80 ათასი სამხედრო განათავსა. ევროპის ინტერესებში არ შედის, ასეთი სამხედრო პოტენციალი პირდაპირი დანიშნულებით იყოს გამოყენებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები