„ვპროგნოზირებთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსის 350-დან 400-მდე შემთხვევა. არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ივლისში ან სექტემბერში“

-„ვპროგნოზირებთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსის 350-დან 400-მდე შემთხვევა.

აპრილი და მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული, ამიტომ მოსახლეობამ ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ინფექცია დეკემბრის ბოლოს დაიწყო, ვირუსის ქცევის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. არსებობს ბევრი თეორია და ბევრი მათემატიკური მოდელი ამ დაავადების გავრცელების, მსოფლიო ჯერ ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, რამდენ ხანს გაგრძელდება. მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს და წავიდეს კლებისკენ. როგორც ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა და რომ ის გადაიქცეს სეზონურ ვირუსად, რომელიც სიცივეში შეგვახსენებს ხოლმე თავს და შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე, ვიდრე გრიპის ვირუსი. უშაობენ მეცნიერები ვაქცინის შექმნისთვის. საქართველოში, ვფიქრობთ, აღმავალ ფაზაში ვართ, გვაქვს შემთხვევების მატება. ვპროგნოზირებდით ჩვენ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა, კვირა დღის ბოლოს გვქონდა უფრო ნაკლები, რამდენიმე ერთეულით შევცდით, ეს კარგია. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-დან 400-მდე. შემდგომი კვირები, მთლიანად აპრილი, იქნება რთული, შემდგომ ველოდებით, რომ ყოველკვირეულად უნდა იყოს გაორმაგება. ამიტომ აპრილი, მაისის პირველი ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით სოციალური დისტანცირება.  სოციალური დისტანცირება არის ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი.

არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ივლისში ან სექტემბერში, მაგრამ ამაზე ჯგუფი ექსპერტების ჯგუფი გარკვეული პერიოდულობით იკრიბება. ვმსჯელობთ და ვისაც დააინტერესებს, შეუძლია შემოგვიერთდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები