ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”თალიბანის მებრძოლებს” ამ ქვეყნებზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა უკვე ჰქონდათ

 

ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვრებთან თალიბანის მებრძოლები შენიშნეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო Avia.pro-მ ტელეგრამ არხ „WarLife“-ზე დაყრდნობით გაავრცელა.

ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოევიკები კონცენტრირდნენ ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვარზე, მათ შორის არის ჯიჰადისტების რამდენიმე ელიტარული დანაყოფიც. ამ ჯგუფებში ასევე შედიან „თვითმკვლელი” ტერორისტებიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ამ ქვეყნებზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა უკვე ჰქონდათ. ვითარება, ექსპერტების აზრით, კიდევ უფრო გაუარესდება და ამის ნიშანი არის ულტიმატუმი, რომელიც ავღანეთის დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მავლავი მუჯაჰიდმა გააჟღერა. მან მოითხოვა ტაჯიკეთსა და უზბეკეთს დაებრუნებინათ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები. ისინი, მისი თქმით, გატაცებული ჰყავთ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები