ვრცელდება კადრები, რა ხდებოდა, ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენებამდე? – ვიდეო

ვრცელდება კადრები – რა ხდებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან წყლის ჭავლის გამოყენებამდე. ვიდეომასალა „იმედმა“ გადაიღო. – დემონსტრანტებმა ჯებირები გაარღვიეს, რის შემდეგაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ მოახდინა პოლიციამ რეაგირება, „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა ვეღარ გააგრძელა, რადგან კამერა დაზიანდა.

 

ვიდეო:

ცესკოს შენობასთან, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია ღობეები, შენობის წინ დიდი რაოდენობით ქვები და წყლის ბოთლები ყრია.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნებია: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

აქციისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

კომენტარები