“ვურჩევ ხელისუფლებას თუ ხელისუფლების მომხრეებს, მამააბრამის ბატკნებადაც ნუ წარმოაჩენენ თავს”-ირაკლი ტაბლიაშვილი

ირაკლი ტაბლიაშვილო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს –

“ვცდილობ, ძალიან თავშეკავებული ვიყო… ვახერხებ კიდეც და ვურჩევ ხელისუფლებას თუ ხელისუფლების მომხრეებს, მამააბრამის ბატკნებადაც ნუ წარმოაჩენენ თავს… ნუ ცდიან ადამიანებს, რომლებიც ბრჭყალების გარეშე უფასებენ პრეზიდენტს მართებულ გადაწყვეტილებას… ნუ აალაპარაკებენ კრიტიკოსებს. არავინ აპირებს თქვენს “ჩაკვლას”… ეს ქვეყანა მხოლოდ თქვენი ოპონენტების კი არა, თქვენიცაა და საბოლოოდ, ერთად უნდა ვიცხოვროთ აქ, ამ სამშობლოში – დამარცხებულებმაც და გამარჯვებულებმაც, მართლებმაც და მტყუანებმაც, ძლიერებმაც და სუსტებმაც… კარგებმაც და ცუდებმაც.
ამიტომ, კვლავ ვიმეორებ – ზედმეტიც ნუ მოგივათ პრეზიდენტისგან გამიჯვნა და მტკიცება, თითქოს არაფერი იცოდით… ერთხელ გაგიტარეთ, მეორედ გავიცინეთ, მესამედ ჩაგვეღიმა… მეოთხედ გითხარით, რომ ოკ – ასე იყოს…

ახლა კი მთავარი – კარგად უნდა გაიგოთ – უგულავა და ოქრუაშვილი კი არაა მთავარი, არამედ, ქვეყანა! ქვეყანა კი დასავლური უნდა იყოს… დასავლურობა კი გულისხმობს შეთანხმებათა შესრულებას, მით უფრო, იმ შეთანხმებათა, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზეა გაფორმებული.

დასავლურობა არის ნორმალური საარჩევნო გარემოც.
დასავლურობა არის ნორმალური არჩევნებიც!
დასავლურობა არის პოსტსაარჩევნო ნორმალური ვითარება.

და კიდევ – ეს პირები სალომე ზურაბიშვილს გაანთავისუფლებინა დასავლეთმა!”-წერს ირაკლი ტაბლიაშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები