„ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის საქართველო პრეპარატ „რემდესივირის” მიიღებს“

-„ჩემი ვარაუდით, საქართველო პრეპარატ „რემდესივირის” მაისის ბოლოს მიიღებს. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველო ოფიციალურად ჩაერთვება, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის ფარგლებში, ჯანმოს მიერ წამოწყებულ “სოლიდარობის კვლევაში”.

დღეს კვლევაში ჩართული 100-მდე ქვეყანაა. საქართველომ მიიღო შემოთავაზება კვლევაში ჩართვის შესახებ. ჩვენ უკვე ვასრულებთ ფორმალურ საკითხებს, კვლევას რომ შევუერთდეთ და მივიღოთ წვდომა იმ ექსპერიმენტულ რეჟიმებზე, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში იქნება გამოყენებული.

ამ კვლევის საშუალებით გვექნება იმ უახლეს და იმედის მომცემ მკურნალობაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა, როგორიც არის, – „რემდისივირი”. ის უკვე ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით იქნა აღიარებული სწორედ კოვიდის მძიმე პაციენტების სამკურნალოდ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

კომენტარები