„ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი განახლებული აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში“

22 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ  გნაცხადა:

„საქართველო ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც აერთიანებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, დღესაც ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი განახლებული აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე რეალურ ბრენდად იქცა. წელს ჩვენ მესამედ ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. ჩამოსულია  60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი მონაწილე. ფორუმი სხვადასხვა ქვეყანას საშუალებას აძლევს, იმსჯელონ ასეთ ფორმატში მთავრობებს შორის, ბიზნესს შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დერეფნის მომავალზე, როგორ გახდეს ის უფრო მიმზიდველი, უფრო კონკურენტუნარიანი როგორც ტვირთებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, ტურისტებისთვის,  საინფორმაციო ნაკადებისთვის.

მისასალმებელია, რომ ეს ხდება თბილისში. მისი შეფასებით, ინტერესის ზრდა მოწმობს, რომ ფორუმი წარმატებულია“.

 

კომენტარები