„ვხვდებით ევროპარლამენტარების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან და ვსაუბრობთ ძირითადად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე – ევროპარლამენტარებს ვესაუბრებით ახალ დღის წესრიგზე, რომელიც აუცილებლად უნდა“

ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლანტში შეხვედრებს მართავს.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე ძირითადად შიდა პოლიტიკური საკითხები განიხილება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

-„ვხვდებით ევროპარლამენტარების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან და ვსაუბრობთ ძირითადად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენთვის მთავარია, – ვისაუბროთ ახალ დღის წესრიგზე, რომელიც აუცილებლად უნდა შეიქმნას ქართულ პოლიტიკაში. ეს დღის წესრიგი უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით. როცა საუბარი დღის წესრიგზე, აქ იგულისხმება გასატარებელი რეფორმები, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხები, შიდა დემოკრატიული პროცესები“.

კომენტარები