ზაალ უდუმაშვილის მუქარა ნაცთანაპარტიელებს

 

ნაცოპოზიიდან სულ უფრო მეტად გამოდის სინათლის შუქზე შიგნით გაჩენილი დაპირისპირება, როგორც ჩანს გარკვეულ პოლიტიკურ სახეებს და მათშორის პარტიის ახალგაზრდა ლიდერებს სურთ პარლამენტში შესვლა.

ინდივიდუალური გადაწყვეტილების და მიშას წინააღმდეგ საბოლოოდ წასვლამდე ერთი ნაბიჯი აკლიათ ახალგაზრდა ნაცებს, რომლებსაც საბოლოოდ ჩაქნეული აქვთ ხელი სააკაშვილის დაბრუნებაზე.

რა თქმა უნდა არც სიით გახლავთ კმაყოფილები, რადგან კარგად ესმით დაუბარცხნელი “დაქციანებული” სიის წევრებით შორს, რომ ვერ გაფრინდებოდნენ.

ზაალ უდუმაშვილი – პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, ინდივიდუალურად ამის გადაწყვეტა იქნება ის, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდება.

უდუმაშვილი ნაცმოძელებში სააკაშვილ – გვარამიას “კლასტერს” მიუკეთვნება და მასზე სრული კონტროლი აქვთ.
შესაბამისად თანაპარტიელების მისამართით გაკეთებულ მუქარის მესიჯები რეალურად არა მისი არამედ სააკაშვილ – გვარამიას მესიჯბოქსია.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები