ზაზა დავითაია გიორგი სამუშიას: ხალხის დასახვრეტად ბრუნდები, გიორგი?

მეგის ქარდავას თანამებრძოლის, სააკაშვილის ხელისუფლების დეტექტივ-გამომძიებლის, გიორგი სამუშიას ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სკანდალურ პოსტს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოყვა. პოსტი მაშინვე გაანიუსა საინფორმაციო პორტალმა STV-მ და ასეთი შინაარსის განმარტება დაურთო:

აღნიშნული ნიუსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაიზიარა ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ, რაც მხედველობიდან არ გამოპარვია გიორგი სამუშიას. მათ შორის პოსტის კომენტარებში მწვავე პოლემიკა გაიმართა. მკითხველს ბოდიშს ვუხდით სკაბრეზული გამონათქვამების შეუცვლელად დაფიქსირების გამო:

Giorgi Samushia ეს სტატუსი პუტინს რო დაუჩოქა იმას და მისნაირ შნირებს ეხებოდა შენ რა შუაში ხარ , რას ბოდიალობ.

Zaza Davitaia გიორგი, ვის დახოცვას აპირებ – განმარტე. 10 ათასიდან 10 კაცი ჩამოთვალე, ვისი დახვრეტა გსურს?

Giorgi Samushia Zaza Davitaia ქვეყნის მოღალატეების, ვინც პუტინს უჩოქებს ისენია დადახვრეტითქო, მე ვინ უნდა დავხვრიტო აზრი გამოვთქვი და აჰა გამოაცხვეთ პასქვილი.

Zaza Davitaia Giorgi Samushia აზრი გამოთქვი? 🙂 ეს არის ძალადობის, ზიზღის ენა! ის ფორმა, რომლითაც 9 წლის განმავლობაში ელაპარაკებოდით ხალხს! თუნდაც დამნაშავე ადამიანის მოკვლის უფლება ვინ მოგცათ? ანუ, კი არ ნანობთ იმ მსხვერპლს და სისხლს, რომელიც თქვენმა რეჟიმმა დაუშვა… არამედ, იმავე პათოსით აგრძელებთ?

Giorgi Samushia Zaza Davitaia რუსეთი ოკუპანტია ? პუტინი ჩვენი ქვეყნის მტერია? მიპასუხე.

Zaza Davitaia Giorgi Samushia რუსეთი ოკუპანტია – დიახ! შენ რამდენი წლის ხარ? მე მაგდენი ხანია, რაც ეროვნულ მოძრაობაში ვარ და მაგას გავიძახი. მერე?

Giorgi Samushia Zaza Davitaia ხოდა შენ არ გეხება და შენ ნაირებს ეგ ჩემი პოსტი, არც განსხვავებულად მოაზროვნეებს. ვისაც ტრაკი არწვა იმან იწივლოს.

Zaza Davitaia Giorgi Samushia მაშინ, ახლა შენ მიპასუხე: სხამეგრელოს კატაკომბებში მამაკაცების გაუპატიურება საიდან მოიფიქრეთ? ამხელა სისასტიკე როგორ დაუშვით? ნანობთ ჩადენილს თუ გამართლებულად მიგაჩნია წამების ეს საზარელი ფორმა?

Giorgi Samushia Zaza Davitaia სხვათაშორის მალხაზ ბასილაია ჩვენი აგენტი იყო და გაგიტყდეს მაინც მისი პოსტის გადაზიარება. იმან ინანოს ვინც უკანონობა ჩაიდინა.

Zaza Davitaia Giorgi Samushia მე არ ვიცი ვინ ვისი აგენტი იყო. მე ის ვიცი, რომ სისასტიკეს, უზნეობას და ცხოვრების არასწორ წესს ყველა ნამდვილი მამაკაცი ეწინააღმდეგება. აგენტი თუ იყო – ამით რა?

Giorgi Samushia Zaza Davitaia წამება დაუშვებელი და მიუღებელია ჩემი მოსისხლე მტერიც რომ იყოს.

Zaza Davitaia Giorgi Samushia მაშინ, შემიფასე მეგის ქარდავას კანტორის ნამოქმედარი… და ისიც მითხარი – ამნაირი კაცის გვერდით რანაირად ძლებდი???

Giorgi Samushia Zaza Davitaia რა და თხასავით გაგყიდიან მოიცა.

Zaza Davitaia Giorgi Samushia ვინ გამყიდის? ჩემს კითხვაზე პასუხს არ მცემ.

Giorgi Samushia Zaza Davitaia მოიცა და ნახავთ აგერ შენ და აგერ მე.

Zaza Davitaia Giorgi Samushia დააკონკრეტე, რას გულისხმობ. მე გაგეცი პასუხი. ახლა შენც გამეცი – არ იცოდი, მეგისა რას სჩადიოდა? თუ იცოდი და მხარს უჭერდი, აღიარებით ჩვენებებს მამაკაცებისგან გაუპატიურებით როცა იღებდა?

Giorgi Samushia Zaza Davitaia მე კი არა პროკურატურას ვერ გაურკვევია ქარდავა აკეთებდა თუ არა უკანონობას, დაიდება განაჩენი და მოგახსენებ ეგრევე.

Zaza Davitaia Giorgi Samushia გიორგი, ანუ, იმის თქმა გინდა, რომ სააკოვის რეჟიმი ადამიანებს არ აწამებდა? ყველაფერი გამოგონილია? მაგრამ რაც მე პირადად – საკუთარი თვალით ვნახე ციხეში – ის მაინც ხომ, ზუსტად ვიცი, რომ გამოგონილი არ არის? ერთმა და ორმა ადამიანმა კი არა… ათობით ათასმა საკუთარი თვალით ნახა თქვენი რეჟიმის ნამოქმედარი! მე გეკითხები – უნდა დაისაჯონ თუ არა ადამიანის წამებაში მონაწილე ჯალათები, იმის მიუხედავად, თუ თუნდაც დამნაშავეებს და კრიმინალებს აწამებდნენ?
კიდევ ერთი კითხვა… იმ ყოველივეს მერე, რაშიც თავად ბრძანდები ეჭვმიტანილი… ასეთი პოსტის დადება შენგან – ცოტა ზედმეტი ხომ არ არის? იცი მაინც, რამდენი ადამიანი ჰყავს შენს რეჟიმს გაუბედურებული? კიდევ ძალადობას რად ტირაჟირებ?

Giorgi Samushia Zaza Davitaia სამი გამამართლებელი განაჩენი მიჭირავს ხელთ, მეოთხეს ველოდები, მე რას დავწერ ჩემი საქმეა არ ვარ პოლიტიკოსი რომ ვინმემ ამის გამო გამკიცხოს, იმას ვიტყვი რაც მინდა არ მოგწონს გაატარე და თუ არ გაატარებ კიდე შენი საქმეა.

Zaza Davitaia Giorgi Samushia შენი საქმე იცი რა არის? იმდენი ძალადობის მერე, რაც შენმა რეჟიმმა ჩაიდინა… და უამისოდაც – 10 ათას კაცს დასახვრეტად როგორ იმეტებ??

Giorgi Samushia Zaza Davitaia ისეთი საქართველო მინდა როგორიც ისრაელია ესაა ჩემი ოცნება, წავედი მე და თუ რამე პირადში მოდი არ შემაგინო აქ

Zaza Davitaia Giorgi Samushia რასაც შენ წერ 10 ათასი კაცის დახვრეტის სურვილზე – სისხლის სამართლის დანაშაულია! იცი ეს?

Giorgi Samushia Zaza Davitaia ვინც უკანონოდ ვინმეს დასაჯის, ვინც წესიერ კაცს ტყუილს დააბრალებს , ვინც ქულების დასაწერად ვინმეს ტერორისტობას დასწამებს ყველა იმ კაცის დედას შესცა ერმა.

Zaza Davitaia Giorgi Samushia გიორგი, პირადად მე დამაბრალეს! კუდმა 2006 წელს დამიჭირა და შეიარაღებული გადატრიალების სამზადისი დამაბრალა! აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ მეც და ჩემი “პადძელნიკებიც” – 12 კაცი! საკმაოდ დიდი სასჯელები მოგვისაჯეს და პირადად მე, “ზვანოკიდან ზვანოკამდე” გავატარე ციხეში! იმ კუდმა დამიჭირა, რომლის წევრიც შენ იყავი! ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა სპეცოპერაცია.გელოდები, ახლა – შეაგინებ იმათ, ვინც პირადად მე უკანონოდ დამიჭირა? მართლა გელოდები.

Giorgi Samushia Zaza Davitaia 2006 ში სკოლაში ვიყავი :)) არასდროს კუდ-ში არ მიმუშავია და ნუ უჯერებ ამ თახსირებს.

NaTia Dzirkvelishvili Giorgi Samushia
ნაძირალა დაგიდოო სქრინები შენი ვიდეო რომ ავტვირთე და ხალხს გავაგებინე ვინც იყავი როგორ მემუქრებოდი. საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველ ტურს რომ ზეიმობდით არ მოგებულს როგორ მომწერს არ გახსოვს? ყველას გაგაუპატიურებთო. აბეთქებით და განადგურებით რომ მემუქრებოდი შენ ნაძირალა ხომ არ გგონია შეგრჩეს. მაგ 10 000 ში მეც ვარ ხო?

საფრანგეთიდან ამერიკაში გვემუქრები შენ ზონდერო. ჩვენ შვილებზეც გადახვედი შენ არამზადავ! აი ნაგავო ერთერი შენი მუქარა:

Giorgi Samushia NaTia Dzirkvelishvili შენ ვის რა უნდ გააგებინო შე თახსირო ქალო, ოჯახის წევრებს არ უნდევხარ, ხან ვის ეტენები ხან ვის, ბარიგა შენ. ვის რა ყლედ უნდევხარ, კუმ ფეხები გამოყოო. დადე მე რასაც მწერდით თქვე ნაბიჭვრებო. კი არ ვუარყოფ რო მოგწერე ვინც ჩემს შვილრბს შეეხება თავს წავაჭრი და ზედ სარზე წამოვაცვამ , ბებერო ბოზო შენ.

NaTia Dzirkvelishvili Giorgi Samushia
ვაი შენს პატრონს შენ ამერიკაში ვერ ჩამოეთრევი და მე კი ჩამოვალ საფრანგეთში. განახებ შენ როგორი ბარიგა ვარ.
ბარიგაო რა კარგად გამაცინე

Zaza Davitaia Giorgi Samushia ხალხის დასახვრეტად ბრუნდები, გიორგი? პირდაპირ გეუბნები – შეფარული მუქარაა შენს სიტყვებში! ანუ, ამბობ, რომ უდანაშაულო ხარ, აქამდე არავინ დაგიხოცია და არ გიწამებია, მაგრამ იქვე პოსტს დებ, რომ “10 ათასი კაცია დასხვრეტი” 🙂 როგორ გავიგოთ ეგ? აპირებ ასრულებას? 🙂

Giorgi Samushia Zaza Davitaia საერთოდ არ ვაპირებ არც ერთ სახემწიფო სტრუქტურაში დაბრუნებას, მეყოფა რაც მლანძღეს წლები.

Zaza Davitaia Giorgi Samushia ხალხის ხოცვა სახელმწიფო სტრუქტურაში ყოფნის გარეშეც შეიძლება. ასე არაა? ცილისწამება ცუდია… ძალიან ცუდი. თქვენი რეჟიმი ადამიანებს ცილს სწამებდა, ტერაქტებში და შეიარაღებულ გადატრიალებებში მონაწილეობას აბრალებდა. ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ 🙂 იცოდი, ამას რომ სჩადიოდა ის ხელისუფლება, რომელსაც შენ წარმოადგენდი?

პოლემიკის დასასრული.

კომენტარები