ზაზა დავითაია: ზვიად ბერაძე სამაგალითო პოლიტპატიმრის ნიმუშად დარჩა

– “20 თებერვალს ზვიად ბერაძის დაბადების დღეა!
ღირსეული ქართველის, სააკოვის ფაშისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებული მაღალჩინოსანი პოლიციელის, რომელიც სისხლიან რეჟიმს არ შეეპუა!
რამდენიმე წელია, რაც ზვიადი ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ ის მუდამ დარჩება სამაგალითო პოლიტპატიმრის, მეგობრული ერთგულების და სამოქალაქო თავგანწირვის ნიმუშად, მხურვალე მამულიშვილად, ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია კაცობა, სამშობლო და უფალი!
ნათელში იყავი, ზვიად, ძმაო!” – წერს ჟურნალისტი ზაზა დავითაია

კომენტარები