ზაზა დავითაია: ნაცების მომხრე მამაკაცებო, გეების გვერდით დგებით?
ჟურნალისტი ზაზა დავითაია “ნაციონალური მოძრაობის” მომხრე მამაკაცებს მიმართავს და საჯაროდ მოუწოდებს, არჩევანი გააკეთონ, ემიჯნებიან თუ არა პარტიას მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გეიაღლუმს ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა. სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას მოჰყვა. – “ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს საკუთარი შეხედულებები თავისუფლად, მიუხედავად იმისა, ეს შეხედულებები არის შოკისმომგვრელი თუ მიუღებელი რომელიმე სხვა მოქალაქეების ჯგუფისთვის” – განაცხადა “ნციონალური მოძრაობის” წევრმა ქალბატონმა გეიაღლუმთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მკვეთრი ნეგატიური პოზიციის პასუხად.