ზაზა დავითაია: სააკოვო, შე ახვარო! არ შეგარჩენ ცილისწამებას, ძალმომრეობას და ციხეში უსამართლოდ გატარებულ წლებს!

ჟურნალისტი ზაზა დავითაია 13 წლის წინ სახლში სპეცრაზმელების შემოჭრას, უკანონოდ დაპატიმრებას და რეპრესიის წლებს იხსენებს. ყოფილი პოლიტპატიმარი ამჟამად სასამართლოს ძალით არის რეაბილიტირებული. მისი საქმის ცრუმოწმეებს, ვინც უკვე მოინანია, დავითაია ცილისწამებას პატიობს, თუმცა რეპრესიის სულისჩამდგმელს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირდება, რომ იგი “დანაშაულებს აუცილებლად ზღავს”.


– “იმ საზარელი დღიდან, 2006 წლის 6 სექტემბრიდან 13 წელი გავიდა… საქართველოში მსგავსი მასშტაბის დაპატიმრება არ ყოფილა: ცაში ვერტმფრენები ტრიალებდნენ, ხოლო კოალიცია ანტისოროსის ლიდერების სახლებში, მათ შორის, ჩემს სახლშიც – ნიღბიან ავტომატიანი სპეცრაზმელები ძალადობდნენ. შემოიჭრნენ და დაფეთებული ოჯახის წევრების წინ მაჯებზე ბორკილები დაგვადეს.

შეიარაღებული გადატრიალება და სამშობლოს ღალატი გვბრალდებოდა. ჩვენგან “სამშობლოს მოღალატეთა” კლასიკური ნიმუშის გამოძერწვას შეეცადნენ – სააკოვს ხომ, ასეთი “მაგალითებით” უყვარდა ევროპასთან და ამერიკასთან ლაპარაკი.

სინამდვილეში, შეთქმულება – რაც დაგვაბრალეს – ბუნებაში არ შემდგარა! ჩვენი ბრალდება თავიდან ბოლომდე ცრუმოწმე აგენტურის ნაჯღაპნებზე იყო დაფუძნებული. ამ ცრუმოწმე აგენტურამ შარშან, 2018 წელს მიმდინარე ახალ სასამართლო პროცესზე უკვე დაყაჭა, რომ მაშინ ზეწოლის მუქარით დააწერინეს აბსურდული ჩვენებები. ანალოგიური ჩვენება მისცეს იმათმაც, ვინც ამ აგენტურას ყალბი ჩვენებები დააწერინა!

ჩვენ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ 12 რეპრესირებული, სრულიად უდანაშაულო ადამიანი – უკვე სასამართლოს ძალით ვართ რეაბილიტირებულნი, მაგრამ 2 მათგანი – თემურ ჟორჟოლიანი და რევაზ ბულია – ამ დღეს ვერ მოესწრნენ… 😞

სააკაშვილმა არც 3 შვილის დედა – მაია თოფურია დაინდო. ის ყველაზე დიდი ხნით გამოამწყვდია ციხეში.

ჩვენი ცრუმოწმეებიდან, ვინც დაჟინებით გვაბრალებდა, რომ შეიარაღებული გადატრიალება დავგეგმეთ – ერთმა თავი მოიკლა; მეორე – პირდაპირ სასამართლო პროცესზე გახდა ცუდად, სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იქ გარდაიცვალა – ღმერთმა აპატიოს მათ ცილისწამების უმძიმესი ცოდვა და იმქვეყნად ხვედრი შეუმსუბუქოს!

ეს დოკუმენტური, 2006 წლის 6 სექტემბერს გადაღებული კადრები” მოდულში” ჩვენს პომპეზურ მიყვანას ასახავს… მას შემდეგ იყო უმძიმეს პირობებში პატიმრობის ხანგრძლივი წლები… პირადად მე, სრულიად უსამართლოდ და უკანონოდ, ციხეში ბოლო დღემდე, როგორც იტყვიან, “ზარიდან ზარამდე” გავატარე ჩემთვ ის მოსჯილი ოთხნახევარი წელი და 2011 წლის მარტში გავთავისუფლდი თუ არა, ეგრევე ისევ, დიქტატურასთან და უსამართლობასთან ბრძოლაში ჩავები.

ვინც ჩვენს წინაშე ცილისწამების დანაშაული მოინანია – მეც გულწრფელად ვპატიობ – ღმერთმა შეუნდოთ.

მაგრამ, მათავარ დამნაშავეს – ყველა ბოროტების სათავეს, სააკოვს – არაფერიც არ მოუნანიებია!

სააკოვო, შე ახვარო! არ შეგარჩენ ცილისწამებას, ძალმომრეობას და ციხეში უსამართლოდ გატარებულ წლებს!

შენ უნდა ზღო! ბოლომდე უნდა ზღო სისხლის და ცრემლების თითოეული წვეთის გამო, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ადინე.

შენ უნდა დაისაჯო.

ღვთის ნებით, კიდეც დაისჯები!” – წერს ზაზა დავითაია

კომენტარები