ზაზა დავითაია: შალვა შავგულიძე, ჩემი დამცველი ბოკერიას ხროვისაგან, როგორ აღმოჩნდა იმ ადამიანების გვერდით რომელისგანაც მე მიცავდა?

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია, მის ყოფილ ადვოკატს, შალვა შავგულიძეს აკრიტიკებს. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს დაკავებულ ჟურნალისტს, შალვა შავგულიძე იცავდა. დღეს კი, ზაზა დავითაიას თქმით, ადვოკატმა, ფაქტობრივად, თავის თავზე აიღო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები.

“ადამიანი რომელიც იყო ჩემი დამცველი ბოკერიას ხროვისაგან, როგორ აღმოჩნდა იმ ადამიანების გვერდით რომელისგანაც მე მიცავდა?”- კითხულობს ზაზა დავითაია.

მისი მტკიცებით, შავგულიძე ჯალათური რეჟიმის გამგრძელებელია.

ჟურნალისტის თქმით, უზენაესი სასამართლოს შენობასთან “ევროპული საქართველოს”აქციაზე სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ზაზა დავითაია შალვა შავგულიძესთან აქციაზე მივიდა და მას სააკაშვილის გარემოცვასთან თანამშრომლობაზე კითხვებს უსვამდა, რა დროსაც მისივე თქმით პარტიის წევრი დავით ნაფეტვარიძე დაუპირისპირდა, შეაგინა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

წყარო: post tv

ჟურნალისტი ზაზა დავითაია მის ყოფილ ადვოკატს შალვა შავგულიძეს აკრიტიკებს

"შალვა შავგულიძემ, ფაქტობრივად, თავის თავზე აიღო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები; როგორ აღმოჩნდა ბოკერიას იმ ხროვის გვერდით, ვისგანაც ის მე მიცავდა" – ჟურნალისტი ზაზა დავითაია მის ყოფილ ადვოკატს აკრიტიკებს #POSTV

Posted by POSTV – ახალი ამბები on Wednesday, June 12, 2019

კომენტარები