ზაზა სარალიძე: ვნახოთ, როგორ დაამტკიცებს პროკურატურა ბრალს, რომლითაც მიხეილ კალანდიაა დაკავებული

„ვნახოთ, როგორ დაამტკიცებს პროკურატურა ბრალს, რომლითაც დაკავებულია მიხეილ კალანდია“, – ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ “პირველ არხს” განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
„პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა და ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ სამართალმა უნდა იზეიმოს. მივესალმები ამ ნაბიჯს, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის. ვნახოთ, პროკურატურა როგორ დაამტკიცებს იმ ბრალეულობას, რა ბრალიც წარუდგინა მიხეილ კალანდიას. იქ არაერთ პიროვნებას ჰქონდა კიდევ ჩადენილი დანაშაული და აუცილებლად ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. ბრძოლა გრძელდება და ეს არ სჭირდება მხოლოდ ზაზა სარალიძესა და ზაზა სარალიძის შვილს, არამედ სჭირდება ჩემი შვილის მეგობრებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ “პირველ არხთან” საუბრისას.

კომენტარები