ზამთრის არდადეგები განსაზღვრულია 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე

2019 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, –  განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება სასწავლო წლის ნებისმიერ დროს დანიშნოს წინასწარ განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები.

მინისტრის ბრძანების თანახმად, სასწავლო წლის დაწყების, დასრულების და არდადეგების თარიღები ასეა განსაზღვრული:

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი,დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. აღნიშნული თარიღები თუ ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

ზამთრის არდადეგები განსაზღვრულია 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე.

საგაზაფხულო არდადეგები განსაზღვრულია 8 მარტიდან 15 მარტამდე.

ზაფხულის არდადეგები განსაზღვრულია 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.

კომენტარები