„ზაფხულის თითოეული თვე, შემოდგომამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო მადლობა“ – გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„არ უნდა დაგვავიწყდეს, დღეს მთელი მსოფლიო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ემზადება. ეს არის უკიდურესად დიდი გამოწვევა. ზაფხულის თითოეული თვე, შემოდგომამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო მადლობა იმ გულისხმიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ყოველღიურად ავლენდნენ. მესმის, ეს შეზღუდვები დიდი დისკომფორტის შემტანია ჩვენს ყოველღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის და შემდეგ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ავაღორძინოთ ეკონომიკა და მოვუაროთ ამ ქვეყანას.

ამ საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, ისევე, როგორც ამ საბჭოს ქვემოთ შექმნილ შტაბებს, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალურ მასშტაბში და ეს ყველაფერი უნდა გარძელდეს. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა. აქვე მინდა აღვნიშნო: არაფერი დასრულებულა. ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა შემდეგია, – რომ ჩვენ არა ერთბაშად, ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშავოთ ეკონომიკა. დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა – გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს მთელი მსოფლიო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიის მეორე ტალღითვის ემზადება. ეს უკიდურესად დიდი გამოწვევაა და ზაფხულის თითოეული თვე, შემოდგომამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორიც ვიყვით ამ პანდემიასთან ბრძოლაში „პირველი ტალღის“ ეტაპზე. ამიტომ საბჭო მუშაობას იმავე ფორმატში გააგრძელებს, ჩვენთვის არაფერი იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე, პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე ზუნვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები