ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება

ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება.

გელაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 96-ე ნომერია. Imedinews-თან აცხადებს, რომ დეპუტატობისთვის მზად არის.

ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება.

გელაშვილის თქმით,  ამ საკითხზე კონსულტაციები გუნდთან ჯერ არ ჰქონია. ყოველთვის გუნდის წევრი იქნება და პარლამენტში შესვლას აპირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი 12 დეკემბერსდატოვა. მისი ადგილმონაცვლა ზაქარია ქუცნაშვილი იყო, თუმცა მან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.  პარლამენტში დაბრუნებაზე უარი თქვა და ამის მიზეზები Facebook-ზე დაწერა.

 

კომენტარები