„ზაჰესში ერთმა მკითხა… შემეშალა, ვერ ვუპასუხე…შემრცხვა” – გიორგი გახარია ამომრჩეველთან შეხვედრაზე

პარტია” საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას შეხვედრაზე, მოქალაქემ მას ისეთი შეკითხვა დაუსვა, რისი პასუხიც არ იცოდა.

პარტია” საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ თავისი შეხვედრა გაიხსენა ამომრჩეველთან და განაცხადა, რომ ხელისუფლების და მისი მთავარი პრობლემაც ის გახლდათ, რომ ისინი დაცილდნენ ადამიანებს.

-„ამასწინათ, ვარ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ავჭალაში, მოქალაქეებთან. შუახნის მამაკაცმა მითხრა, მომწონხარ და კი მოგცემდი ხმას, მაგრამ ორ კითხვაზე უნდა მიპასუხოო.

– მე ვუთხარი, აგერ ვარ, კითხვების არასდროს შემშინებია, რა უნდა მკითხოთ-თქო.

“ზეთი რა ღირსო” – შემეშალა, ვერ ვუპასუხე.

მითხრა, ამიტომ არ მოგცემ ხმასო.

ვუთხარი მართალი ხარ-მეთქი. აი ეს არის კლასიკური მაგალითი, რაც მოსდის ხელისუფლებას, შემრცხვა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ “რეაქციაში”.

კომენტარები