ზელენსკიმ არ მიიღო გონჩარუკის გადადგომა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ არ დაეთანხმა პრემიერ-მინისტრის ალეკსეი გონჩარუკის გადადგომას, ამის შესახებ იუწყება სააგენტო „როიტერი“. ზელენსკიმ გადაწყვიტა გონჩარუკს მისცეს „კიდევ ერთი შანსი“. 

„დღეს მე მივიღე თქვენი განცხადება გადადგომის შესახებ, რაც გამოწვეულია ბოლოდროინდელი კონფლიქტური, გნებავთ, სკანდალური  სიტუაციით, თუნდაც, ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნო სიტუაციის გამო. თქვენ იცით, როგორია ჩემი დამოკიდებულება პირადად თქვენს მიმართ და თქვენი ახალგაზრდული მთავრობის მიმართ. ვიფიქრე და, ალბათ, ასე იქნება სწორი, გადავწყვიტე, მოგცეთ კიდევ ერთი შანსი თქვენ და თქვენს მთავრობას, თუ თქვენ დაძლევთ ზოგიერთ მომენტს, რომლებიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აღელვებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ზელენსკიმ გონჩარუკთან შეხვედრაზე. 

ცნობილია, რომ გონჩარუკმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ მას შემდეგ, რაც ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც რამდენიმე ადამიანი განიხილავს პრეზიდენტისათვის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მოხსენების მომზადებას და საუბრობენ გრივნის კურსის ზრდის მიზეზებზე. მამაკაცი, რომლის ხმაც წააგავს გოჩარუკის ხმას, საუბრობს ეკონომიკაში პრეზიდენტის „პრიმიტიულ“ წარმოდგენებზე. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ დაავალა შესაბამის უწყებებს, ორი კვირის განმავლობაში გაარკვიონ, ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი და რა გზით გავრცელდა ქსელში.

წყარო: ru.reuters.com

კომენტარები