ზელენსკი: „ომი დამთავრდება, შემდეგ გაიგებთ პოროშენკოს მიერ ჩადენილ საშინელ დანშაულებათა შესახებ“

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ომი ექვს თვეში დასრულდება.

ამის შესახებ  ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლში გამართულ ფორუმზე „ერთიანობა“ განაცხადა.

ამის შემდეგ მთელი ქეყანა გაიგებს, თუ რით იყო დაკავებული პოროშენკოს რეჟიმი მთელი 5 წლის განმავლობაში. პოროშენკოსთვის ომის დამთავრება უსაშინლესი სიზმარია, რადგანაც ამოტივტივდება ყველა ის დანაშაული, რაც მას და მის თანამძრახველებს აქვთ ჩადენილი ომის წლებში. პოროშენკო ფულს შოულობდა ყოველ სანიტარულ მანქანაზე, ყოველ ვაზნაზე, ყოველ იარაღზე, ყოველ სამხედრო შეკვეთაზე.

უკრაინას ამ ომმა მოუტანა წარმოუდგენელი ნგრევა, პოროშენკოს და მისი რეჟიმის წევრებს კი – მილიარდიანი სახელმწიფო დაკვეთები და შესაძლებლობა იმისა, რომ საწყობებიდან გაეყიდათ იარაღი მთელ მსოფლიოში.

5 წლის განმავლობაში გაყიდულია 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო იარაღი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს სისხლიანი ფული ილექებოდა პოროშენკოს ოფშორებში. შემთხვევით არ ფეთქდებოდა სამზედრო საწყობები, ისინი კვალს შლიდნენ.

ომი საფარველი იყო მათი ბიზნესისათვის. ყოველი უკრაინელი ჯარისკაცის გვამი მათი გამდიდრების შანსი იყო. ამ ომმა შეიწირა ათეულ ათასობით ვიღაცის მამა, შვილი, დედა, ძმა, და. პოროშენკოს კი მისცა შესაძლებლობა გამხდარიყო №1 ოლიგარქი.

მთელი მსოფლიო ღიად საუბრობს, რომ პოროშენკო არის სამხედრო დამნაშავე, რომელმაც, იყო რა მთავარსარდალი, უკრაინა გადააქცია ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ევროპაში. ყველამ იცის, რომ ის და მისი „საძმო“ სვინარჩუკები, კონონენკები, გრანოვსკები სწორედ ომის წყალობით გამდიდრდნენ.

როგორც კი დასრულდება სისხლისღვრა, ყველა გაიგებს ამ,  ერთი შეხედვით, დაუჯერებელ  სიმართლეს. პოროშენკოს უსაშინლესმა სიზმრებმა უკვე დაიწყეს ახდენა. ომი დასრულდება, შემდეგ კი, საუკეთესო შემთხვევაში, იქნება სამხედრო ტრიბუნალი და სამუდამო  პატიმრობა.

წყარო: vremya.com.ua

კომენტარები