ზესტაფონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკავშირდება

ზესტაფონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკავშირდება. 

-„მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს. ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად. შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათი თვითიზოლაციის პირობებს. ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში. შეუძლოდ გახდა და მიმართა სამედიცინო ცენტრს. დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. რამდენიმე ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს.  ზესტაფონში ყველა ადამიანი იდენტიფიცირებულია, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. კონტაქტების რაოდენობა დიდი არ არის. არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს პირველ არხთან.

კომენტარები