ზესტაფონში ორი მუშა დაშავდა, ერთს შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს
საქართველოს რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ზესტაფონის რეგიონის ადმინისტრაციული შენობის საწყობში წარმოებული სამუშაოების დროს, ორი მუშა დაშავდა.
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ერთი “ფერომედში”, მეორე კი “ჯეოჰოსპიტალშია” მოთავსებული.
ამ წუთებში “ფერომედში” გადაყვანილ პაციენტს ოპერაცია უტარდება, რომლის მიმდინარეობისას გადაწყდება, დასჭირდება თუ არა დაშავებულს ფეხის ამპუტაცია.
გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.