ზვიად გამსახურდიაზე სერგო ბერძენიშვილის მიერ მოყოლილი ამბავი:

ზვიად ცეცხლაძე სოციაურ ქსელში წერს: 

 

– “დიდი ხანი მსურდა ამ გასაოცარი ინფორმაციის გამოქვეყნება, თუმცა რატომღაც ვერ მოვახერხე…

სერგო ბერძენიშვილის მიერ მოყოლილი ამბავი

” მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი. ამავე სკოლაში, ალბათ, ყველამ იცის, რომ ზვიად გამსახურდიაც სწავლობდა. მაშინ ყველას სასკოლო ფორმით უნდა გვევლო, მაგრამ მე გამონაკლისი ვიყავი, რადგან კრივში ვვარჯიშობდი. ხშირად სკოლაში სავარჯიშო ფორმით მივდიოდი. მას ზედ თეთრი ზოლი დაჰყვებოდა და ძალიან მიყვარდა მისი ჩაცმა. ეტყობა, ზვიად გამსახურდიას ეს არ მოსწონდა. ერთხელ ის და აკაკი ვასაძე უმცროსი მოვიდნენ და საჩხუბრად გამიწვიეს. ზვიადმა მითხრა, – შენი ძმაკაცი გამოიყოლე, ვერის პარკში გავიდეთ გაკვეთილების შემდეგ და ისე, რომ არავინ გაიგოს, იქ ვიჩხუბოთო. მართლაც, გაკვეთილების შემდეგ ჩემი მეგობარი ფირან მალაციძე გავიყოლე და ვერის პარკში წავედით. ზვიადი და აკაკი იქ დაგვხვდნენ. ერთმანეთის პირისპირ დავდექით და ჩხუბისთვის მოვემზადეთ. ზვიადი ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ მე აკაკის ვეძგერე. დავიწყეთ ჩხუბი – მე და აკაკი ვასაძე, იქით – ზვიადი და ფირან მალაციძე. აკაკის მუშტი ცხვირში მოვარტყი, სისხლი წამოუვიდა და ჩხუბი შევწყვიტეთ. გამსახურდია და მალაციძე ჩხუბს ისევ აგრძელებდნენ. ვხედავ ზვიადი ჯაბნის ჩემს მეგობარს და დავუძახე, ფირა, ხომ არ მოგეხმარო-მეთქი. ზვიადმა ჩემი ხმა გაიგონა, ჩხუბი შეწყვიტა და მითხრა, – რატომ უნდა მიეხმარო, ჩვენ ხომ შევთანხმდით ერთი-ერთზე გვეჩხუბაო. ამის მერე ჩხუბი აღარ გაგვიგრძელებია და მაშინვე შევრიგდით.

— ბატონო სერგო, ზვიად გამსახურდიამ მარტო იმიტომ გაგიხმოთ საჩხუბრად, რომ სკოლაში სკოლის ფორმით არ დადიოდით თუ სხვა რამიზეზიც არსებობდა?

— მარტო მაგიტომ არა. მოკრივე რომ ვიყავი, დიდი გული მქონდა და ხშირად ვხულიგნობდი, უმიზეზოდ ბევრს ვუტრტყამდი. ზვიადი კი სუსტებს ხშირად იცავდა. ჭკვიანი, გულიანი ბიჭი იყო. თუ არ ვცდები, 6 თვე კრივშიც ვარჯიშობდა.”

წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=2744214075902362&set=a.1434629273527522&type=3

 

კომენტარები