ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

გასულ სხდომაზე სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კუპრავას თავდებში უდგებოდნენ პარლამენტის წევრები, რომან გოცირიძენიკა მელიაკობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი. კუპრავას ასევე თავდებში უდგებოდნენ, ზაალ უდუმაშვილი, კობა ხაბაზი.

2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).

ზვიად კუპრავამ,  სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების – გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.

 

კომენტარები