ზვიად ტომარაძე – გუშინ ლეჩხუმში ხელისუფლებამ პოლიციისა და ზონდერ ჯგუფების დახმარებით დაარბია ლეჩხუმის მოსახლეობა

გუშინ ლეჩხუმში ხელისუფლებამ პოლიციისა და ზონდერ ჯგუფების დახმარებით დაარბია ლეჩხუმის მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა ლეჩხუმში თურქული კომპანიის მიერ ნამახვანის ჰესის მშენებლობას!
2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნოდ რაჭაში პირობა დადო, რომ რაჭაში ჰესი არ აშენდებოდა. თუმცა, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე აქაც იცრუა! ჰესების არ აშენებასთან დაკავშირებით ეწერა ოცნების საარჩევო პროგრამაშიც. 2019 წლის 21 აპრილს პანკისში ადგილობრივ უხუცესებთან შეხვედრაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პანკისში ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ადგილობრივი მოსახლეობის 90% დაუჭერსო მხარს. აღნიშნული სამართლიანი მიდგომა მხოლოდ პანკისზე ვრცელდება? ანუ სვანეთში, რაჭაში და ლეჩხუმში რადგან პოლიციის მანქანებს არ წვავენ და პოლიციას ქვებს არ ესვრიან, შეიძლება მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად აშენდეს? ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებები გასაგებია, მაგრამ გასაკვირია თუ რატომ არ გაშუქდა ეს ფაქტი არცერთი ტელემედიით?
წერს – ზვიად ტომარაძე

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები