ზვიად ტომარაძე – საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბ–ნ გიორგი გახარიას!

 

ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა არ არის კავშირში კოვიდის გავრცელების შეჩერებასთან და წარმოადგენს მოსახლეობის დამორჩილების აქტს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით, საქართველოს ისედაც ღარიბი მოსახლეობა, კიდევ უფრო მეტად ღარიბდება. ასევე აღსანიშნავია, რომ არცერთ ქვეყანაში ტრანსპორტის მუშაობა არ გაჩერებულა. არც კომენდანტის საათის დაწესება და არც ღია სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება, ვირუსის გავრცელების შეკავებას არ ემსახურება და წარმოადგენს მოსახლეობის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შეზღუდვას. სავაჭრო ობიექტების დაკეტვით, საქართველოს ისედაც სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობა, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, უმუშევართა რიგები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მართალია, შეზღუდვები მრავალ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ საქართველო ამ ქვეყნების უმრავლესობას ვერც ეკონომიკით და ვერც მათ მიერ მოსახლეობაზე გაცემული სოციალური პაკეტით ვერ შეედრება. შეზღუდვების დაწესების მომხრეებს სურთ საზოგადოებაში დახატონ სურათი, რომ სასწორის ერთ მხარეს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, ხოლო მეორე მხარეს მატერიალური კეთილდღეობა და კომფორტი. რაც მტკნარი სიცრუეა, სასწორის ორივე მხარეს ადამიანების სიცოცხლეა. დაწესებული შეზღუდვებითა და ყოველდღიური კორონა სტატისტიკის გამოცხადებით, მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება, პანიკა და შიში კი აქვეითებს იმუნურ სისტემას, რაც ადამიანებს ვირუსის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის და ამავდროეულად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანების ფსიქიკას.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:
1. აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
2. მოიხსნას კომენდანტის საათი;
3. მოიხსნას შეზღუდვები სავაჭრო, სპორტულ–გამაჯანსაღებელ და კულტურულ ობიექტებზე;
4. მოიხსნას ღია სივრცეში ნიღბის სავალდებულო ტარება.
5. შეწყდეს ყოველდღიური კოვიდსტატისტიკის გამოცხადება.

ზვიად ტომარაძე (ერი და სახელმწიფო)
ხატია სიჭინავა (ჟურნალისტი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ–ლინგვისტი)
ბესო დანელია (იურისტი)
შოთა გლურჯიძე (მხატვარი)
ზაალ ლუხუტაშვილი (მწვანე მომავალი საქართველოსთვის)
ბექა რამიშვილი (რეჟისორი)
მაია დვალიძე (სამედიცინო ფსიქოლოგი)
ზაზა დავითაია (ჟურნალისტი, უფლებადამცველი)
რამაზ გაგნიძე (ექიმი)
ქეთი მიქაძე (ჟურნალისტი)
შორენა შანიძე (ისტორიკოსი)
ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი)
შორენა პირველი (ჟურნალისტი)
სოფიკო სოხაძე (ხელოვნებადმცოდნე)
ქეთევან ბურნაძე (გიდი, ტუროპერატორი)
ლია ხიდაშელი (უცხო ენების სპეციალისტი)
სოფია ვარაზი (მხატვარი)
თამარ გლურჯიძე (ფსიქოლოგი)
მაია ჯანაშია (უძრავი ქონების ბროკერი)
დიმიტრი ბიძინაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობები)
ფატმან ყუბანეიშვილი (ბლოგერი)

P.S. ზემოჩამოთვლილ პირების გარდა, მოთხოვნებს უერთდება 600–ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
წერს – ზვიად ტომარაძე

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები