ზვიად ტომარაძე : 300 მილიონიანი გეგმის შესახებ! მოდი ვნახოთ რა კულტურის და რამდენის მოყვანა გვჭირდება იმისთვის, რომ თვითკმარი სახელმწიფო გავხდეთ

300 მილიონიანი გეგმის შესახებ!
მოდი ვნახოთ რა კულტურის და რამდენის მოყვანა გვჭირდება იმისთვის, რომ თვითკმარი სახელმწიფო გავხდეთ, ყოველწლიურად რაც მოგვყავდა, კიდევ დამატებით გვჭირდება: ხორბალი 643 ათასი ტონა (მთლიანად ვერ მოვიყვანთ, რასაც შევძლებთ); სიმინდი 80 ათასი ტონა; კარტოფილი 24 ათასი ტონა; ბოსტნეული 108 ათასი ტონა; საქონლის ხორცი 7,4 ათასი ტონა; ღორის ხორცი 22,8 ათასი ტონა; ფრინველის ხორცი 51,8 ათასი ტონა; რძე და რძის პროდუქტები 133 ათასი ტონა; კვერცხი 11 მლნ. ცალი.
ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ხელისუფლების მხრიდან:
1. სახელმწიფომ უარი უნდა ეთქვა „თავისუფალ ბაზარზე“ და პროტექციონიზმის და პრეფერენციების მეშვეობით აქტიურად ჩარეულიყო სოფლის მეურენეობაში/ეკონომიკაში.
2. დაუყოვნებლივ უნდა მიეღო კანონი ან პროგრამა: „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“.
3. სასწრაფოდ უნდა მიეღოთ „მიწის კოდექსი“. ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მიწის კოდექსი არ გააჩნია.
4. საქართვლოს 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დაკორექტირებულიყო და გადაწყობილიყო შექმნილი მდგმარეობის შესაბამისად, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკაში.
5. აუცილებლად უნდა შეცვლილიყო ტენდერების არსებული მახინჯი სისტემა. ტენდერებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადგილობრივ წარმოებას.
6. უნდა გაეუქმებინათ ნედლი ქათმის ხორცის დაბეგვრა 18%–ით. რომელიც ქათმის ხორცის იმპორტიორებისთვის მოგონილი მავნებლობაა. სოფლის მეურნეობის ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ–სგან ქათმის ხორცის გარდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს ნაცვლად იმისა, რომ მაღაყელიანი ჩექმები ჩაეცვა და მიწებს ხვნა–თესვის სამუშაოებს ზედამხედველობდეს და გეგმავდეს სად რა კულტურა დაითესოს და სად რამდენი მოსავალი უნდა მიიღოს ქვეყანამ, ახლახანს ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის ასაშენებლად, 1 მილიონ 665 ათასი ლარის ტენდერი გამოაცხადა. 2020 წლის 8 აპრილს კი მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილება №225) საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტი აღარ კონტროლდება! ანუ ფრინველის ხორცში 5%-ით ზევით წყლის შემცველობაზე აკრძალვა მოიხსნა! ვინაიდან, ადგილობრივი მწარმოებლები ხორცში წყლის შეყვანის მეთოდს არ იყენებენ, შესაბამისად, ისინი ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანები იმპორტულ პროდუქციასთან და ამან შესაძლოა ადგილობრივი წარმოებები გააჩეროს! ნავცლად იმისა რომ პარლამენტს მიწის კოდექსი, სასურსათო უსაფრთხოების კანონი მიეღო და ტენდერების კანონში ცვლილებები შეეტანა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განგვიცხადა, რომ ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზის მომზადებაზე მუშაობენ. გუგული მაღრაძემ კი გვახარა, რომ პარლამენტში მუშავდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სექსუალურ ძალადობად ჩაითვლება აქტი თუ პარტნიორის გაცნობიერებული თანხმობა არ არსებობს. მათ შორის, ეს ეხება ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებას”… რა შედეგეს მოიტანს აღნიშნული 300 მილიონიანი გეგმა სასურსათო უსაფრთხოების მხრივ? ცალსახაა, რომ სოფლის მეურნეობაში ნებისმიერი დახმარება, მითუმეტეს 300 მილიონიანი კარგია, მაგრამ ისმის კითხვა, ამ დახმარებით ფერმერების ნაწილი მცირედით ისარგებლებს თუ სასურსათო უსაფრთხოების ამოცანას გადავჭრით? ჩემი აზრით, სამწუხაროდ არსებული გეგმა სერიოზული შედეგის მომტანი ვერ ექნება! არასწორი აქცენტების გარდა, ხვნა–თესვის სეზონი ფაქტიურად დამთავრებულია, ხოლო ფერმერებს ამ დახმარების მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეეძლებათ მიმართონ 20 მაისიდან და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საბუთობანა კიდევ დროს წაიღებს, ეს დახმარება საგაზაფხულო სეზონისთვის დაგვიანებულია. ის კიდევ ცალკე საკითხია, ვინ ისარგებლებს ამით, ექნება თუ არა ადგილი ნეპოტიზმს? არადა გამოსავალი მარტივი იყო, სახელმწიფოს თავის თავზე უნდა აეღო სოფლის მეურნეობის მართვა. აქცენტი უნდა გაკეთებულიყო სასურსათო უსაფრთხოებაზე. სოფლის მეურნეობის მიერ უნდა შერჩეულიყო რამოდენიმე ათეული მსხვილი, პერსპექტიული ფერმერი (თუ მეტყვით, რომ ნეპოტიზმის საფრთხე იქნებოდა, გიპასუხებთ რომ ახლა ისედაც ასეა და თუნდაც ტენდერების სისტემა მთლიანად კორუფციულია, სამაგიეროდ სასურსათო უსაფრთხოების პრობლემას გადავჭრიდით) სხვადასხვა კულტურის მოსაყვანად. სახელმწიფოს ამ ფერმერებზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი და გამოეცხადებინა ღია მხარდაჭერა – სახელწიფო შეკვეთებით, საკანონმდებლო ბაზით, საკრედიტო შეღავათებითა და სახელმწიფო გარანტიებით. შეიძლებოდა უფრო რადიკალური გზით წასვლაც, ხელისუფლებას თავად დაეფუძნებინა სახელმწიფო ფერმერული კომპანიები, განსაკუთრებით მარცვლეული კულტურების მოსაყვანად, ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოებისა და სასათბურე მეურნეობებისთვის. წერს –
ზვიად ტომარაძე

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები