„ზოგადად, კრიზისის დროს იქმნება შესაძლებლობები. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის „ტელესკოლის“ პროექტი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროდუქტი“ – მიხეილ ჩხენკელი

-„დისტანციური სწავლება ზოგადად საქართველოსთვის უცხო ხილი გახლდათ, ფაქტობრივად, ნულიდან ავაწყვეთ სისტემა. ამაში ძალიან დიდია მთელი საგანმანათლებლო სისტემის დამსახურება, განსაკუთრებით  მასწავლებლების და პროფესორების. მათ ძალიან სწრაფად და ეფექტურად აუღეს ალღო ამ ახალ მიმართულებას. ვგულისხმობ არა მხოლოდ ონლაინ-მიმართულებას, სადაც გამოყენებული იყო Microsoft-ის პროდუქტები. სამინისტრომ უზრუნველყო ის, რომ მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი ამ მიმართულებით. ამ პროგრამის ეფექტურად დანერგვამ განაპირობა ის, რომ წარმატებით წავიდა ეს პროცესი. ზოგადად, კრიზისის დროს იქმნება შესაძლებლობები. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის „ტელესკოლის“ პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა სამინისტრო, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი და „პირველი არხი“. მთავარი იდეა იყო ის, რომ უნდა უზრუნველგვეყო „ტელესკოლის“ ხელმისაწვდომობა ყველასთვის. ჩვენ მთელი ეროვნული სასკოლო პროგრამა გადავიტანეთ „ტელესკოლის“ პროექტში. მინდა გამოვყო პედაგოგების როლი, მათ ბრწყინვალე გაკვეთილები ჩაატარეს. ამ პროექტის წარმატება მათმა ენთუზიაზმმა და შემოქმედებითმა მიდგომამ განაპირობა.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროდუქტი პანდემიის დასრულების შემდეგაც დაგვრჩება, გვექნება არხი, რომელიც ეძღვნება განათლებას“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები