„ზოგან მიგრანტები კორონავირუსის წყაროდ აღიარეს და მკურნალობაზე უარი განუცხადეს“ – ანტონიო გუტერეში

-„კორონავირუსმა სუძულვილისა და ქსენოფობიის ცუნამი გამოიწვია. განსაკუთრებული ზიანი მიგრანტებსა და ლტოლვილებს მიადგათ. ისინი ვირუსის წყაროდ აღიარეს და შემდეგ მკურნალობაზე უარი განუცხადეს“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ბრიფინგზე. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გუტერეშმა კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა. ყველას მოუწოდა, ამ მდგომარეობის დასრულებაზე იზრუნონ.

ანტონიო გუტერეშმა მედიას მოუწოდა, ხმარებიდან ამოიღონ „რასისტული“, „ქალთმოძულე“ და „მავნე შინაარსის მასალები“.

მისივე თქმით, მნიშნველოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებმა ფოკუსირება ციფრულ განათლებაზე მოახდინონ, იმის ფონზე, რომ ყალბი ინფორმაცია ონლაინით ვრცელდება.

კომენტარები