„ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ადამიანს არ შეუძლია გათავისუფლდეს ხორცის მონობისგან, მით უმეტეს“-მთავარეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

-„ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ადამიანს არ შეუძლია გათავისუფლდეს ხორცის მონობისგან, მით უმეტეს მრუში გულისთქმებისა და შეგრძნებებისაგან, რადგან ასეთი მდგომარეობა არაბუნებრივია. რჯულის დამდები ღმერთია და მან ჩვენზე უკეთ იცის რა არის შესაძლებელი და რა – შეუძლებელი ჩვენთვის: მან იცის, რომ ადამიანისთვის გულისა და სხეულის სიწმინდის მიღწევა შესაძლებელია. რჯულის დამდები ღმერთი ამავდროულად ადამიანის ბუნების შემოქმედიცაა და სწორედ მან განაგო ამგვარად, რომ გულის სიწმინდე არ ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. სიწმინდე არაბუნებრივია მხოლოდ დაცემული ბუნებისათვის, ხოლო მანამდე, ღვთის მიერ შექმნილი ბუნებისათვის, ის ბუნებრივი იყო და ამიტომაც, განახლებისას, კვლავაც შესაძლებელია მისი ანუ სიწმინდის ხელახლა მოხვეჭა; პური, ბოსტნეული, ნაყოფის მომცემი მცენარეები თავისთავად კი არ იზრდებიან, არამედ მხოლოდ მაშინ აღმოცენდებიან, როდესაც მიწა ისე დამუშავდება, როგორც საჭიროა და როცა დაითესებიან, გაიზრდებიან და უხვად გამოიღებენ ნაყოფს ადამიანთა საზრდოდ და სასიამოვნოდ. დაუმუშავებელი მიწა კი მხოლოდ ღვარძლს აღმოაცენებს ან ბალახს პირუტყვთა – და არა ადმიანთა – საკვებად. საჭიროა შრომა: შრომის საზღაური ღირს იმად, რომ ვინც ამ ღვაწლისთვის არის მოწოდებული, თავდადებით იშრომოს. წმინდა წერილში სწორედ რომ სიწმინდედ იწოდება სხეულებრივი უმანკოება: „და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით და არა ავხორცული ვნებით“ (1 თეს. 4:3-5).”
/წმ. მთავარეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
კომენტარები