“ზოგიერთი პარტია გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს”

„ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ შედეგად ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს და ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები