პროდუქტები, რომლებიც ამცირებენ დაავადების რისკს

სიმსივნისგან 100%-ით ვერც ერთი პროდუქტი ვერ დაგიცავთ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს შეუძლია საგრძნობლად შეამციროს მისი რისკი. ეს კერძები, რაც შეიძლება ხშირად მიიღოთ, ყოველდღე უნდა მიიღოთ, რათა დაავადების რისკი, რაც შეიძლება დაბალი იყოს.

ნიორი

ექიმები გირჩევენ, დაუმატოთ ნიორი თქვენს საყვარელ კერძებს და მიირთვათ ის, რაც შეიძლება ხშირად, რადგან მისი შემცველი ნივთიერება აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის რეგულარული მიღება კუჭის სიმსივნის რისკს 12%-ით ამცირებს.

ბროკოლი

კომბოსტო ბროკოლი ასევე გახლავთ ის სუპერპროდუიქტ, რომელსაც სიმსივნის რისკის შემცირება შეუძლია. მაგრამ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ მისი მომზადება დაუშვებელია აირღუმელში, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზმის დამცავი სასარგებლო ნივთიერებების 97% ნადგურდება.

ციტრუსი

ლიმონის, ფორთოხლისა და გრეიპფრუტის რეგულარული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ხორხის, კუჭისა და ყელის კიბოს რისკს.

მოცვი

შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე სასარგებლო კენკრაა – შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ებრძვის სიმსივნურ წარმონაქმნებს. კვლევები აჩვენებს, რომ მოცვი სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს გამხმარ, გაყინულ თუ მოდუღებულ მდგომარეობაშიც.

 

ორაგული

ნებისმიერი ცხიმიანი თევზი ძალიან სასარგებლოა: კვირაში მხოლოდ ოთხ ულუფა თევზს შეუძლია სამჯერ შეამციროს ლეიკემიის, მიელომასა და ლიმფომის განვითარების რისკი. გარდა ამისა, ცხიმიანი თევზის რეგულარული მირთმევა აღმოფხვრის საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს.

კივი

კივი მდიდარია C და E ვიტამინებით, ასევე ლუთინით, სპილენძითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და იცავენ თქვენს ჯანმრთელობას.

ჩაი

დღეში მხოლოდ 2 ჭიქა ჩაის შეუძლია 32%-ით შეამციროს საკვერცხეების განვითარების რისკი.

ვაშლი

პირველ რიგში, ნატურალური საკვები უჯრედისით მდიდარი ვაშლი შეამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს. ხოლო მასში შემავალი განსაკუთრებული ანტიოქსიდანტები სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებენ. ამიტომ, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ვაშლს, მით უფრო იშვიათად მოგიწევთ ექიმისთვის მიმართვა.

კომენტარები