„ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს, არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა“ – ირაკლი კობახიძე

-„ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი, ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი და საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა.

არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს, ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია, აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა, ეს პროცესი აუცილებლად დაიძვრება. ბულინგი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვინც ხელფასი მოითხოვა „ევროპული საქართველოს“ წევრია.

კომენტარები