„ზოგი გაცურავს – გადარჩება, ზოგი ჩაიძირება“ – ირაკლი ოქრუაშვილი

-„საპარლამენტო არჩევნები იქნება ე.წ. ფილტრაციის არჩევნები, – ზოგი პოლიტიკას ჩამოშორდება, ზოგი გადარჩება.

გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთო მიზანი: – შევცვალოთ ხელისუფლება, ყველას კარგად გვესმის, ეს არჩევნები არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის არჩევნები იქნება, არამედ ოპოზიციაში და ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი ფილტრაციის არჩევნები. ზოგი გაცურავს –  გადარჩება, ზოგი ჩაიძირება –  ჩამოშორდება პოლიტიკას.

ოპოზიციაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ტრაგედია არაფერია იმაში, რომ დრო გაიწელა  შეთანხმების მიღწევისთვის. უნდა წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი რამე, – იმავდროულად ერთმანეთის კონკურენტები ვართ“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

კომენტარები