ზოოპარკის თანამშრომელი დათვმა დაგლიჯა

ჩინეთში, შანხაის ზოოპარკის თანამშრომელი დათვმა დაგლიჯა. შემთხვევა შანხაის ველური ბუნების პარკში, გარეული ცხოველების საცხოვრებელ ადგილას მოხდა, – ვიზიტორებს მათი დანახვა სპეციალური ავტობუსების საშუალებით შეუძლიათ.  ზოოპარკის სტუმრები დათვის ქმედებას ავტობუსიდან უყურებდნენ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

-„შეწუხებულები ვართ, ასეთი ტრაგედია მოხდა. ყველაფერს გავაკეთებთ, მომავალში მსგავსი ინციდენტები თავიდან ავირიდოთ. ჩვენ ასევე ბოდიშს ვუხდით ავტობუსში მყოფ სტუმრებს. კიდევ უფრო გავაძლიერებთ უსაფრთხოების ზომებს ყველა ასპექტში”, – განაცხადა შანხაის ზოოპარკის ადმინისტრაციამ.

ზოოპარკი დროებით დაიხურა, ხოლო ვიზიტორებს შეძენილი ბილეთების თანხა უკან დაუბრუნდათ.

 

კომენტარები