ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

-„რვა გორილა ერთ სივრცეში ცხოვრობდნენ, ხველების სიმპტომი გამოუვლინდათ. ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს  ინფორმაცია კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმაც დაადასტურა“, – აცხადებენ „საფარი პარკის“ ადმინისტრაციაში.

ამ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ პარკის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სავარაუდოდ, გორილებს ვირუსი,  ზოოპარკის თანამშრომლისგან გადაედოთ, ის ასიმპტომური იყო. ვეტერინარები ცხოველებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

კომენტარები