ზოოპარკში, ხუთი თუთიყუში იზოლაციაში გადაიყვანეს – ვიზიტორებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ

დიდი ბრიტანეთში, ლინკოლნშირის ველური ბუნების პარკში,  ზოოპარკში ხუთი თუთიყუში საზოგადოებისგან იზოლაციაში გადაიყვანეს. კარანტინის გავლის შემდეგ, ფრინველები ძირითად ვოლიერში, ღია სივრცეში გადაიყვანეს.

ისინი ვიზიტორებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. ამავე ზოოპარკში  კიდევ ერთი თუთიყუშია – „ჩიკო“,  ბიონსეს სიმღერებს მღერის, თავისი ინსტაგრამგვერდი აქვს. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

-„ზოგიერთ ვიზიტორს ეს სასაცილოდ ეჩვენება,  თუთიყუშებს ეს უფრო და უფრო ახალისებდათ. პარკს ბავშვები სტუმრობენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ფრინველები მნახველებისგან მოშორებით გადაგვეყვანა.

ვიმედოვნებ, ახალ კოლონიებში ისინი სხვა სიტყვებს ისწავლიან. თუ ისინი სხვა თუთიყუშებს უცენზურო სიტყვებს ასწავლიან, ჩვენ გვეყოლება 250 ფრინველი, რომელიც იგინება“, – განაცხადა პარკის ხელმძღვანელმა, სტივ ნიკოლსმა.

თუთიყუშები ზოოპარკმა აგვისტოში მიიღო.

კომენტარები