ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს.

სამუშაოების ჩასატარებლად 70 000 ლარამდე ბიუჯეტია განსაზღვრული.

დაგეგმილია სასახლის ვიტრინებითა და სხვა ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა და შერჩეული საექსპოზიციო მასალის გამოფენა.

ექსპოზიცია 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წელს დასრულდა სსიპ – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის სრული რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

 

კომენტარები