ზუგდიდის მკვიდრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი ზურაბ კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში კერძოდ ვკითხულობთ:

“ღია მიმართვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს:

თენგიზ ჯგუშიას,
დომენტი სიჭინავას,
დავით თორდიას,
პაატა პირტახიას,
გოგიტა ბიგვავას,
დათა გაბეჩავას,
მალხაზ ლეჟავას,
შავლეგ თოდუას,
ნანი ხუციძეს,
ლიკა ბუკიას,
გიორგი ჩიაშვილს,
ალექსი ნონიაძეს,
მამუკა გერმანიშვილს,
სოფიო კანდელაკს

ქალბატონებო და ბატონებო!
არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე მსურს მოგმართოთ და ძალიან მოკლედ მოგახსენოთ, რომ ამ დროისათვის მომავალ ე. წ. არჩევნებთან მიმართებაში რეალობაა ასეთი: ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ,,ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი (გეგა) შენგელიას რეალური კონკურენცია შეუძლია გაუწიოს მხოლოდდამხოლოდ ე. წ. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა! მხოლოდ უსაშველოდ ბრიყვს, ან გაქანებულ აფერისტს შეუძლია იფიქროს, ან შეეცადოს ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ სხვა რომელიმე კანდიდატს თითქოს შესაძლებელია გააჩნდეს მოგების თუნდაც მიზერული შანსი! დიახ, ასეთია მწარე რეალობა და ამავე დროს რეალობაა ისიც, რომ რულოვსის მარდამჭერი ელექტორატი აშკარად გამოირჩევა სექტანტებისათვის დამახასიათებელი დეგრადირებული აზროვნებითა და სულისკვეთებით, რაც პერსპექტივაში გამორიცხავს ამ კანდიდატისათვის თუნდაც ერთი საარჩევნო ხმის დაკარგვის ალბათობას! სამაგიეროდ არის იმის საფუძვლიანი ალბათობა, რომ გიორგი (გეგა) შენგელიამ დაკარგოს ხმების გარკვეული რაოდენობა, რამაც ძალიანაც შესაძლებელია გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს რულოვსის გამარჯვებაში! მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მერის არჩევნებში თქვენი მონაწილეობით ნებსით თუ უნებლიედ ნაც-ცოცხისტების და მათი ,,ცერეუშნიცა” ,,დედოფლის” წისქვილზე დაასხამთ წყალს! ასე რომ, რეალურად არსებულ უამრავ სხვა მიზეზთან ერთად თქვენც ასევე იქნებით დამნაშავენი იმაში, რომ ეს გადამთიელი დედაკაცი შეიძლება გახდეს ჩვენი ოდაბადეს სიამაყის, ჩვენი საყვარელი ზუგდიდის მერი! ამიტომაც, მიუკიბ-მოუკიბავად გეტყვით: ეს იქნება თქვენი მხრიდან ჩადენილი სამარცხვინო ღალატი! დიახ, თქვენ იქნებით სამარცხვინო დამნაშავენი და ამისათვის ნამდვილად იქნებით შეჩვენებულნი!
გამომდინარე ჩემს მიერ ზემოთთქმულიდან, დაბეჯითებით მოგიწოდებთ უახლოეს საათებში გააკეთოთ შესაბამისი განცხადება საკუთარი კანდიდატურების მოხსნის შესახებ და მიმართოთ თქვენს მხარდამჭერებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან დამნაშავე ,,ენმ”-ს, ,,ედპ”-ს და მათთან ალიანსში მყოფ ასევე დანაშაულებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლის, ჰოლანდიელი სანდრა ელისაბედ რულოვსის არჩევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად!


უფალმა მოგცეთ სიტუაცის საღად განსჯის და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი!..

ზურაბ კვარაცხელია,
სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელოს” რეგიონული რწმუნებული.
ზუგდიდი,
13. 05. 2019 წ. “

კომენტარები