ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვეს

ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს ხელმძღვანელთან ლელა სვიმონიასთან ერთად პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ის ფარგლებში, მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვეს.

აღნიშნულ პროექტს, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები