ზუგდიდში გოგონას მანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე ტაქსის მანქანა 15 წლის გოგონას დაეჯახა.

უბედურინ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუქნიშანზე წითელი შუქი ენთო.

გოგონა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალის დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები