“ზუგდიდში მიმდინარე პროცესები სცდება პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა, ასეთ დროს, განცხადებები არ უნდა ვაკეთოთ და სამართალდამცველებს ვაცადოთ იმოქმედონ პასუხისმგრბლობის ფარგლებში”-რატი იონათამიშვილი:

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

 

“ზუგდიდში მიმდინარე პროცესები სცდება პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა, ასეთ დროს, განცხადებები არ უნდა ვაკეთოთ და სამართალდამცველებს ვაცადოთ იმოქმედონ პასუხისმგრბლობის ფარგლებში. კრიმინალთან და ტერორიზმთან ბრძოლა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა.

თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალური ოპოზცია და მისი მედია, ამჯერადაც, ვერ უძლებს ცდუნებას და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს – მძარცველს პირდაპირი ტრანსლაციით აწვდიან დეტალურ ინფორმაციას და ამასაც არჩევნებს უკავშირებენ.

– პანდემიის დროს, სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან;
– გარეჯთან დაკავშირებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან;
– ტერორისტული აქტების დროს, სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან;
– დღეს კრიმინალის მოკავშირეები გახდნენ!

საზოგადოებისთვის ნაციონალური მოძრაობა ერთნაირად მიუღებელია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, რადგან ეს არის მზაკვარი ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის წინსვლის ნაცვლად, ყველაფრის ფასად, მხოლოდ შურისძიება და სამაგიეროს გადახდა უნდა.

მძევლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირობოდ უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მთავარი საზრუნავი ახლა. ვილცოთ, მათი ოჯახებში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის.”წერს რატი იონათამიშვილი

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

 

 

კომენტარები