ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს – „ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში შევძლებთ გამარჯვებას“ – მალხაზ ჯალაღონია

-„ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვება და მომავალი კიდევ ერთხელ მოპარა.

ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებს. ძალიან მეეჭვება, მეორე ტურში შევძლოთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს, ისეთ პირობებში, რაც ახლა არის ქვეყანაში, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტსაბჭო მიიღებს. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემს გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, მალხაზ ჯალაღონიამ.

ცეს­კოს მიერ დათ­ვლი­ლი 23 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით, ზუგ­დიდ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი ლი­დე­რობს, გაიმართება მე­ო­რე ტური.

ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ირაკლი ჩი­ქო­ვანს 46,14 %-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­და­ტი მალ­ხაზ ჯა­ლა­ღო­ნია – ხმე­ბის 37,97 % მი­ი­ღო.

ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კან­დი­დატ გიგი უგუ­ლა­ვას ხმა ამომ­რჩე­ველ­თა 7,81 %-მა მის­ცა.

ზუგ­დიდ­ში სულ 109 უბა­ნი იყო შექ­მნი­ლი.

ცესკოს მიერ მონაცემთა 100%-ის დათვლის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პროპორციული მანდატები დიდი სიზუსტით ასე გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – 61 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატი

„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ – 4-4 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი

ამასთან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 14 მაჟორიტარი დეპუტატი ემატება, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ცესკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 847 საარჩევნო უბნის ხმები დათვლილია. საბოლოო შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %;

„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78%;

„ლელო“ – 3,15%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;

„გირჩი“ – 2,89%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%;

დანარჩენ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

კომენტარები