ზუგდიდში, საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტის ძმამ და არასრულწლოვანმა შვილმა ექიმი სცემეს

ზუგდიდში, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა.

პაციენტის გარდაცვალების მიზეზები უცნობია. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები თვლიან, რომ გარდაცვალება ოპერაციის შემდგომმა გართულებებმა გამოიწვია, რაშიც ქირურგ დავით გერლიანს ადანაშაულებენ.

ქირურგმა დავით გერლიანმა პაციენტს ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარა. ოპერაციამ  გართულება გამოიწვია.

გარდაცვლილი პაციენტის ძმამ და არასრულწლოვანმა შვილმა, ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიასთან საავადმყოფოს ექიმი დავით გერლიანი სცემეს.

ექიმი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

თბილისში ისე წაიყვანეს პაციენტი, რომ ამის მიზეზი არავისთვის უთქვამთ. ექიმიც და პაციენტის ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ, მეზობლები  არიან.

კომენტარები