ზუგდიდში სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ

ცოტა ხნის წინ, ზუდგიდში, დადიანების ეზოში, სადაც გადაცემა “ლუსტრაციას” ჩაწერა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ადამიანმა ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კი, ფიზიკურადაც შეეხნენ.
შემთხვევის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაცია უკვე აქვთ. დაკითხვაზეა გადაყვანილი ყოფილი პირველი ლედის ფოტოგრაფიც.

კომენტარები