ზუგდიდში, ჭის ამოთხრის დროს მიწა ჩამოიშალა – მამაკაცი მიწის ნაშალმა მოიყოლა

 

ზუგდიდში მამაკაცი მიწის ნაშალმა მოიყოლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი ჭას თხრიდა, მიწა ჩამოიშალა და ნაშალმა დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეში მყოფი 72 წლის მამაკაცი მოიყოლა.

მამაკაცის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

კომენტარები